საკონტაქტო ინფორმაცია
„სსქ იმპორტი“
ს/ნ: 400313745
მისამართი: თბილისი, ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37ა
ტელეფონი: +995 557 47 06 08
ელფოსტა: support@toyz.ge
ზოგადი დებულებები
Toyz.ge არის ონლაინ მაღაზია, სადაც კომპანია თავად ყიდის სათამაშოებსა და შესაბამის პროდუქტებს.
საიტით სარგებლობა ან შეკვეთის განთავსება ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება ამ წესებსა და პირობებს.
შეკვეთა
შეკვეთის განთავსება შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშეც. მომხმარებელი ვალდებულია
მიუთითოს ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია. Toyz.ge უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა,
თუ პროდუქტი აღარ არის ხელმისაწვდომი, დაფიქსირდა ტექნიკური შეცდომა ან არსებობს
საეჭვო ოპერაციის საფუძველი.
გადახდა
შეკვეთის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ონლაინ ბარათით ან კურიერთან
ნაღდი ანგარიშსწორებით, იმ შემთხვევებში, როცა ეს მეთოდი კონკრეტულ შეკვეთაზე ხელმისაწვდომია.
მიწოდება
მიწოდება ხორციელდება საქართველოს მასშტაბით. თბილისში შეკვეთის ჩაბარება ხდება
მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს უფასო, სტანდარტული (+5₾) ან ექსპრეს (+10₾) მიწოდება,
თუ შესაბამისი ვარიანტები ხელმისაწვდომია.
დაბრუნება და შეცვლა
მომხმარებელს შეუძლია პროდუქტის დაბრუნება ან შეცვლა 5 სამუშაო დღის განმავლობაში,
თუ დაცულია შესაბამისი პირობები. დაბრუნების მოთხოვნა ფიქსირდება ტელეფონით.
დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯს ფარავს მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც პროდუქტი დაზიანებულია ან არასწორი პროდუქტი გაიგზავნა.
გარანტია
ყველა პროდუქციაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტია.
საგარანტიო შემთხვევებში მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს უშუალოდ Toyz.ge-ს.
მომხმარებლის ვალდებულებები
მომხმარებელი პასუხისმგებელია სწორად მიუთითოს საკონტაქტო და მიწოდების ინფორმაცია,
მიიღოს შეკვეთა შეთანხმებულ პირობებში და შეამოწმოს პროდუქტი ჩაბარებისას.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
Toyz.ge არ აგებს პასუხს იმ შეფერხებებზე, რომლებიც გამოწვეულია მესამე მხარეების მიერ
ან მომხმარებლის მიერ არასწორად მითითებული ინფორმაციის შედეგად.
პრეტენზიები
პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია ელფოსტაზე: support@toyz.ge.
პასუხი გაიცემა 2–3 სამუშაო დღეში.
ცვლილებები
Toyz.ge უფლებამოსილია განაახლოს წინამდებარე წესები და პირობები ნებისმიერ დროს.
განახლებული ვერსია გამოქვეყნებისთანავე ჩაითვლება ძალაში შესულად, თუ სხვა რამ დამატებით არ იქნება მითითებული.